შლაპუნა და არა შლოპანცი
"შლაპუნა (შლაპუნასი) რაც შლაპუნის ხმას გამოსცემს. იმ დღემდის ჩემ ფეხს ჩექმა არ მიჰკარებია და მხოლოდ შლაპუნა ფოსტლებს ვიცვამდი ხოლმე (აკაკი).
შლაპუნი შლაპუნ-ი (შლაპუნისა) მოქნილი რისამე ცემის, რტყმის ხმა. აი, ღვთის წყალობა გაქვს, მე იმათ შლაპუნი ავუტეხო გვერდებში, _ თქვა ცეცომ..., _ მათრახი კი არა, კაი საკამბეჩე იფნის სახრე და იმათი ჯანი! (ს. მგალობ.). დათუას არ ესმოდა... ვენახის გვერდით წყალში თევზების შლაპუნი (შ. არაგვ.)." (განმარტებითი ice.ge)
შლაპუნა "შლოპანცის" შესატყვისად შემოგვთავაზა ანა ჭაბაშვილმა.