ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ინსტიტუტის შესახებ

    არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი — სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი — 1936 წელს დაარსებული „აკად. ნ. მარის სახელობის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის“ (ენიმკის) ბაზაზე შეიქმნა. თავდაპირველად მას ეწოდებოდა „აკად. ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტი“, 1950 წლიდან — „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, 1988 წლიდან — „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი“, ხოლო 2006 წლიდან — საჯარო სამართლის „იურიდიული პირი არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტი“. 2010 წლიდან არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაშია.

დღეს ენათმეცნიერების ინსტიტუტში შვიდი განყოფილებაა: ქართველური ენების, კავკასიური ენების, ზოგადი ენათმეცნიერების, ლექსიკოლოგიის, თარგმნითი ლექსიკონებისა და სამეცნიერო ტერმინოლოგიის, ენობრივ მონაცემთა კომპიუტერული დამუშავების, მეტყველების კულტურის. 

     ინსტიტუტის სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს როგორც სახელმწიფო ინსტიტუციური დაფინანსებით, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების  სახსრებით.      ენათმეცნიერების ინსტიტუტს საერთო პროექტები აქვს განათლების სამინისტროსთან, სხვადასხვა კვლევით ინსტიტუტთან; მართავს ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებს.  წელიწადში ერთხელ იმართება ენათმეცნიერების ინსტიტუტში მომზადებული წიგნების ფესტივალი. ინსტიტუტი გამოსცემს რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალს. https://ice.tsu.ge