ისტორია: 2019 წლის 4 ოქტომბერს ენათმეცნიერების ინსტიტუტს გაბრიელ ბარჯაძემ, სამბოს (სპორტის სახეობა) ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მომართა შემდეგი კითხვით: რა არის რუსული სიტყვის/ბარბარიზმის - тренажер - ტრენაჟორი - ქართული შესატყვისი? ტერმინოლოგიის განყოფილებაში შესატყვისად დადგინდა სავარჯიშო მოწყობილობა.