ავტორები: ვ. ომიაძე
ლექსიკონი მოიცავს 14 000-მდე ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას. ლექსიკონი, რომელიც აერთიანებს სოფლის მეურნეობის მექანიზაციის თითქმის ყველა ძირითად ცნებას, შედგენის თვალსაზრისით არსებითად ემყარება იმავე პრინციპებს, რასაც 1957 წელს გამოცემული ტექნიკური ტერმინოლოგია. მასალა სარედაქციოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებას, სადაც შეჯერდა და დაიხვეწა ტერმინები.