ავტორ/ებ/ი: თინა ჩხეიძე
რედაქტორ/ებ/ი: რ. ღამბაშიძე, თ. ურუშაძე
/რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული, 1998, 224 გვ./ "ლექსიკონზე მუშაობა 25 წელი მიმდინარეობდა. მასალა გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას, სადაც ლექსიკონი მომზადდა სარედაქციო კოლეგიის სხდომაზე საერთო წესით განსახილველად და დასამტკიცებლად. სარედაქციო კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სპეციალისტები: თ. ჩხეიძე, ნ. ტარასაშვილი, რ. მარდალეშვილი, ვ. ლეჟავა, ე. ბუაჩიძე და ენათმეცნიერები: თ. გონიაშვილი, ლ. გელენიძე, ა. დუმბაძე, ლ. იორდანიშვილი. ა. კობახიძე, ნ. მაყაშვილი, რ. ღამბაშიძე, მ. ჭაბაშვილი, მუშაობა დაამთავრა 1989 წელს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ნ. იაშვილის მონაწილეობა სხვადასხვა ცნებათა თუ ტერმინთა დაზუსტებასა და დახვეწაში. წიგნის ქართულ-რუსული ნაწილი სასტამბოდ მოამზადეს განყოფილების უმცროსმა მეცნიერ-თანამშრომლებმა ნ. ქემერტელიძემ და ყუფარაძემ".