ავტორ/ებ/ი: დ. ხმიადაშვილი
რედაქტორ/ებ/ი: შ. ბებიაშვილი, რ. ღამბაშიძე
/რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1981 წ., 368 გვ./ ლექსიკონი მოიცავს 12 000-მდე ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას და წარმოადგენს 1966 წელს გამოცემული ტერმინოლოგიური ლექსიკონის შევსებულსა და გადამუშავებულ გამოცემას. ლექსიკონში შესულია უახლესი ცნობები რადიოკავშირის, სამაუწყებლო და სატელევიზიო ტექნიკის, ნახევრადგამტარული ელექტრონიკის, ავტომატიკის, რადიოტექნიკის, კვანტური რადიოტექნიკის, ფოტო და თერმოელექტონიკისა და სხვა დარგებიდან. ლექსიკონი განკუთვნილია რადიოელექტრონიკის სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისა და მთარგმნელებისთვის.