ავტორ/ებ/ი: ივ. შაიშმელაშვილი
რედაქტორ/ებ/ი: როგნედა ღამბაშიძე
/რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული, 1987 წ., / ივ. შაიშმელაშვილის წინამდებარე ლექსიკონი შედგენილია იმ მასალების საფუძველზე, რომელიც მისივე ავტორობით გამოქვეყნდა 1976 წელს. ავტორის მიერ წლების განმავლობაში თავმოყრილი მასალა ძირითადად ლიტერატურული წყაროებიდანაა ამოკრებილი, ზოგი კი უშუალოდ ხალხშია შეგროვილი და ამ გზითაა მოპოვებული. "სამხედრო ტერმინოლოგიის" მასალები განსახილველად წარდგენილი იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებაში. მასალის წინასწარი შემზადების შემდეგ ჩამოყალიბდა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ლ.გელენიძე, თ. გონიაშვილი, ნ. კალაძე, ა.კობახიძე, რ. ღამბაშიძე, ივ. შაიშმელაშვილი, მ.ჭაბაშვილი, რ. ხარებავა. "სამხედრო ტერმინოლოგიაში" ძველ, ტრადიციულ ლექსიკასთან ერთად ბევრი ახალი ტერმინიც შევიდა, რომელიც აქამდე არ შეგვხვედრია ქართულში. ბევრი სიტყვა დაზუსტდა და ქართული სიტყვაწარმოების საფუძველზე გაიმართა.