ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ეკონომიკური და დემოგრაფიული ტერმინოლოგია

  • ავტორ/ებ/ი: პ. გუგუშვილი, ვ. ჩანტლაძე, ლ.ჩიქავა, ა. კოშკელიშვილი

  • რედაქტორ/ებ/ი: ლეო ჩიქავა

/რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული, 2001 წ. 634 გვ./ ეკონომიკური ტერმინოლოგია საქართველოში პირველად 1947 წელს გამოიცა აკად. პ. გუგუშვილისა და პ. კუჭაიძის ავტორობით (რედაქტორი ვუკოლ ბერიძე). ეკონომიკის ქართულ ტერმინოლოგიაზე მუშაობა განაგრძეს აკადემიკოსებმა პაატა გუგუშვილმა და ვასილ ჩანტლაძემ, თუმცა ახალი ლექსიკონის გამოცემა მათ სიცოცხლეში ვერ მოხერხდა. წინამდებარე ლექსიკონი დადგენილი წესის თანახმად განსახილველად გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ტერმინოლოგიის განყოფილებას, სადაც დაზუსტდა და ჩასწორდა ქართული ტერმინები.