ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

ნავთობის მრეწველობის ტერმინოლოგია

  • ავტორ/ებ/ი: რევაზ თევზაძე, გიორგი ლილუაშვილი

  • რედაქტორ/ებ/ი: რევაზ თევზაძე, როგნედა ღამბაშიძე

/ ქართულ-რუსული, რუსულ-ქართული, 1991 წ., 270 გვ./ წინამდებარე ნაშრომი პირველი ცდაა ნავთობის მრეწველობის ლექსიკოგრაფიული შესწავლისა. ლექსიკონი მოიცავს 15 000-მდე ტერმინსა და ტერმინოლოგიურ გამოთქმას. ლექსიკონში შესულია ყველა ძირითად ცნება ნავთობისა და აირის ჭაბურღილების ბურღვის ტექნოლოგიიდან, საბურღი ტექნიკიდან, ნავთობის გეოლოგიიდან, ნავთობის საბადოების დამუშავების ტექნიკიდან და ტექნოლოგიიდან, ასევე აუცილებელი ტერმინები მომიჯნავე დარგებიდან. “ნავთობის მრეწველობის ტერმინოლოგიისათვის“ მასალების მოპოვება ჯერ კიდევ 1981 წელს დაიწყო. სამუშაოს ძირითადად ბურღვის სპეციალისტები - გიორგი ლილუაშვილი და დემურ ქაროსანიძე ასრულებდნენ, რომელთაც საერთო ხელმძღვანელობას პროფესორი რევაზ თევზაძე უწევდა. მოგვიანებით მუშაობაში ჩაერთო სპეციალისტთა მეორე ჯგუფი. ღრმა ბურღვისა ტექნიკისა და ტექნოლოგიის კათედრის დოცენტები - ნიკოლოზ აბესაძე, ირაკლი გოგუაძე; უფროსი მასწავლებლები - ვალერი ხითარიშვილი და ნოდარ მაჭავარიანი. 1985 წელს ლექსიკონის რუსულ-ქართული ნაწილის მასალები საერთო წესით განსახილველად და დასამტკიცებლად გადაეგზავნა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას, სადაც ჩამოყალიბდა სარედაქციო კოლეგია შემდეგი შემადგენლობით: ნ. აბესაძე, ლ. გელენიძე, ი. გოგუაძე, თ. გონიაშვილი, ა. დუმბაძე, რ. თევზაძე, გ. ლილუაშვილი, გ. ლობჟანიძე, ნ. მაყაშვილი, ნ. მაჭავარიანი, დ. ქაროსანიძე, რ. ღამბაშიძე, ნ. ჭითანავა, ვ. ხითარიშვილი. ლექსიკონის რედაქტორებად გამოიყვნენ საწარმოო გაერთიანება „საქნავთობის“ გენერალური დირექტორი, პროფესორი რ. თევზაძე და სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების გამგე, ფილოლოგიის მეცნ. დოქტ. რ. ღამბაშიძე. 1987-1988 წლებში სარედაქციო კოლეგიის სხდომებზე მთლიანად იქნა განხილული და დამტკიცებული წარმოდგენილი ლექსიკონის რუსულ-ქართული ნაწილი. ამ ხნის განმავლობაში გაკეთდა საჭირო რედაქციული ცვლილებები ლექსიკონის დასახვეწად და შესავსებად, დაზუსტდა მრავალი ტერმინის მართებულობა. ლექსიკონის მუშაობაში მონაწილეობდნენ სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომლები: ა. დუმბაძე, ნ. მაყაშვილი, ლ. იორდანიშვილი, ნ. ქემერტელიძე, მ. ყუფარაძე, რ. ჩხენკელი, ი. ჯიბუტი