ავტორ/ებ/ი: ნ. მუსხელიშვილი, ი. ვეკუა, დ. დოლიძე, ვ. ბერიძე
რედაქტორ/ებ/ი: ვუკოლ ბერიძე
/რუსულ-ქართული, 1944 წ., 117 გვ./ წიგნი შეიცავს მათემატიკის, თეორიული მექანიკისა და ნაწილობრივ ასტრონომიის ტერმინებს. ლექსიკონი ნავარაუდევია ყველა ტიპისა და საფეხურის სკოლებისათვის. ტერმინოლოგიის შედგენაზე ბევრმა სპეციალისტმა იმუშავა, ხოლო საბოლოოდ დაადგინეს და დააზუსტეს აკად. ნ. მუსხელიშვილმა, პროფ. ი. ვეკუამ, დოც. დ. დოლიძემ და პროფ. ვ. ბერიძემ. განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო ტერმინოლოგიის აკადემიკოსმა ნ. მუსხელიშვილმა, რომელმაც თითოეული სიტყვა შეამოწმა და შეეცადა, რაც შეიძლება, სრული შესატყვისობა ყოფილიყო მათემატიკურ ცნებასა და მის მიერ გამოხატულ ტერმინს შორის.