ვებგვერდის საცდელი ვერსია!

ტერმინოლოგიური ლექსიკონები

მეტალურგიის ტერმინოლოგია

  • რედაქტორ/ებ/ი: რ. აგლაძე, ვ. ბერიძე, ნ. ქაშაკაშვილი

/საცდელი გამოშვება, რუსულ-ქართული,1949 წ., 196 გვ./ "ტერმინების პირველადი მარაგი წარმოადგინა დოც. ა. ხვიჩიამ, რომელიც უმთავრესად დაემყარა ტერმინოლოგიური კომიტეტის მიერ გამოცემულ ტექნიკურ ტერმინოლოგიას (1935 წ.); ამ ტერმინოლოგიის მეტალურგიული ტერმინები დადგენაზე თავის დროზე ბევრი იმუშავეს პროფ. გ. ნიკოლაძემ, პროფ. გ. გედევანიშვილმა და პროფ. გულისაშვილმა. შესაფერი ქართული ტერმინების შერჩევაზე მუშაობდნენ ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტის თანამშრომლები; ა. ხვიჩია, გ. მიქელაძე, მ. კეკელიძე, ე. ნადირაძე, მ. ცქიტიშვილი, ე. გიორგიძე, თ. საყვარელიძე, თ. ფაღავა და აგრეთვე ლ. კოჩინაშვილი და ნ. გიჟიმყრელი. ამგვარად დამზადებული ტერმინოლოგია გადაეცა ნ. მარის სახელობის ენის ინსტიტუტის სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილებას, სადაც დიდი მუშაობა ტერმინების რედაქციასა და დამატებითი ტერმინების შერჩევაზე ჩაატარეს ვ. ბერიძის თავმჯდომარეობით, რ. აგლაძემ, ა. გულისაშვილმა, გ. გედევანიშვილმა, ე. ნადირაძემ, გ. მიქელაძემ, მ. კეკელიძემ, ფ. თავაძემ, ნ. ქაშაკაშვილმა, ა. ბერიკაშვილმა და განყოფილების თანამშრომლებმა".