ავტორ/ებ/ი: დ. ხმიადაშვილი
რედაქტორ/ებ/ი: შ. ბეგიაშვილი, რ. ღამბაშიძე
/რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1966 წ. 233 გვ./ წინამდებარე ტერმინოლოგიური ლექსიკონი წარმოადგენს 1947 წელს გამოქვეყნებული რადიოტექნიკური ტერმინოლოგიის შევსებულსა და გადამუშავებულ გამოცემას. მასალები ენათმეცნიერების ინსტიტუტში დ. ხმიადაშვილმა წარმოადგინა 1962 წელს. მასალაზე მუშაობდა სპეციალური კომისია შემდეგი შემადგენლობით: ტექნ. მეცნ. დოქტ. შ. ბებიაშვილი, კ. გიგინეიშვილი, მეცნ. კანდ. თ. გონიაშვილი, მეცნ. კანდ. ა. ონიანი, დოც. რა ღამბაშიძე, ინჟ. დ. ხმიადაშვილი წიგნი სასტამბოდ გაამზადეს სამეცნიერო ტერმინოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა: ა. დუმბაძემ, ლ. იორდანიშვილმა, ნ. მაყაშვილმა, ლ. ნადარეიშვილმა, თ. სალარიძემ, ი. ჯიბუტმა. მათვე მოამზადეს წიგნის ქართულ-რუსული ნაწილი. წინა გამოცემასთან შედარებით წინამდებარე ლექსიკონი შეივსო ახალი დარგების მიხედვით - ფერადი და სტერეოსკოპული ტელევიზიის, თერმო და ფოტოელექტრონიკის, ულტრაბგერის, სტერეოფონიის, იმპულსური რადიოტექნიკის, რადიოაპარატურის საიმედოობის, კვანტური ელექტრონიკისა და სხვათა ტერმინებით.